Search

11 სექტემბერი, 2013


დეპარტამენტის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენზიაზე -„საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა, მისმა მოადგილეებმა ნუგზარ გასვიანმა, გიორგი ამაშუკელმა და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ III საერთშორისო კონფერენციაში - „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“ მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გახსნა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და უცხოელმა სტუმრებმა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დარმშტადის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტისა და ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორებმა, უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა (USIP, ArcelorMittal, CFF GmbH & KG, Prok. Dipl. HTL-lng, Bomag, IPN GbR, UV Rheinland Schniering GmbH), ესტონეთის საგზაო ადმინისტრაციის, ფუნშტადის სექციური დაგეგმარებისა და ეკოლოგიის საქალაქო ინჟინერიის განყოფილების, ასევე,  ავსტრიული საკონსულტაციო კომპანიის პირველმა პირებმა.

კონფერენციის ძირითადი თემებია: ასფალტ–ბეტონის გზის დაგეგმარება/მშენებლობა და მოვლა–შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების დაგეგმვა/მშენებლობა და რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა და მოვლა–შენახვა.

კონფერენციის სპონსორები არიან: მსოფლიო ბანკი (WB), აზიის განვითარების ბანკი (ADB), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), Sweroad.

სპონსორებისგან გადმორიცხული თანხა მთლიანად გადაირიცხება ლეიკემიის მქონე ბავშვთა დასახმარებლად.

III საერთშორისო კონფერენცია - „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“ - სამდღიანია და 13 სექტემბერს დასრულდება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player