Search

10 სექტემბერი, 2013


დავით შავლიაშვილმა სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე კლდის ფერდობების გამაგრების სამუშაოები დაათვალიერა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის /გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე კლდის ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.

აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კლდიდან ქვათაცვენის პროცესი გააქტიურდა, რაც გზით მოსარგებლე ავტოტრანსპორტს საფრთხეს უქმნიდა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებში კლდის გამაგრებისა და უსაფრთხოების ზომების გატარების სამუშაოები დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე არსებული კლდის ფერდობების ჩამოწმენდას ქანების არამყარი ნაწილებისა და ბუჩქებისაგან; კლდის გზისპირა მხარეს ბადის დასამაგრებელი ანკერებისა და მავთულის ბადის მოწყობას.

ამჟამად, მიმდინარეობს კლდის გაწმენდის სამუშაოები. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ქვათაცვენისაგან დაცვას და მათ უსაფრთხო გადაადგილებას.

პროექტის ღირებულება  სახელმწიფო დაფინანსებით  1 მლნ 771.8 ათას ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო  სამუშაოებს  ასრულებს  ..სამშენებლო კომპანია ბათუმი ”.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player