Search

9 სექტემბერი, 2013


დავით შავლიაშვილი მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობენ.  ამჯერად, მათ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტი ორ ლოტად ხორციელდება.

ქობულეთის შემოვლითი გზა  - ჩოლოქი-სარფი ს/გზის ახალი მიმართულება ლოტი I

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 12.4კმ + 2.3 კმ(ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთი 4 ზოლიანი გზა)

ქობულეთის შემოვლითი გზის კმ0-კმ12.4-ზე ხიდების მალის ნაშენისთვის მოეწყო წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟის სამუშაოები, რკინაბეტონის გამაერთიანებელი ფილების, ტროტუარების, მოაჯირების მოწყობის სამუშაოები, ასევე  წყალგამტარი მილებისა და Mმიწისქვეშა გასასვლელების, ხიდებზე ნიუჯერსის ტიპის ბეტონის ბარიერები დასრულებულია.

 ასევე, სავალი ნაწილის ქვესაგები ფენისა და საფუძვლის ქვედა ფენისა და ლითონის თვალამრიდები. 

ამჟამად მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე (30-33 კმ-ებზე) არსებული ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გაგანიერება, სადაც მიმდინარეობს მიწის სამუშაოები (ყრილის მოწყობა).

პარალელურად, მიმდინარეობს სადრენაჟე სისტემების (კიუვეტების) მოწყობის სამუშაოები.

კონტრაქტორი: -  "SINOHYDRO“                                                                                                     

პროექტის ბიუჯეტი 115,497,153.97 ლარი;

დონორი  ADB – აზიის განვითარების ბანკი

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა  - II ლოტი

სამშენებლო გზის სიგრძე – 18.8 კმ

მიმდინარეობს მიწის  მოწყობის სამუშაოები (მცენარეული ფენის მოხსნა, ყრილის მონიშვნა და ჭრილის დამუშავება ).

N1 გზაგამტარზე დასრულდა რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები (მოწყობილია 54ც). პარალელურად, დაწყებულია ბაზაზე რკინაბეტონის მრგვალი მილებისა და წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კოჭების წარმოება, ხიმინჯების გამაერთიანებელი ფენის დაგება. N2 დასრულდა ხიმინჯების განაპირა ბურჯის მოწყობა.

ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12+400-კმ31+259 მონაკვეთზე დაგეგმილია 18.8კმ ა/ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, 4 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

ხიდების სიგანეა 17მ, სავალი ნაწილის სიგანე ხიდებზე 14მ.

გვირაბების გაბარიტი - (სიმაღლე) 5მ, გვირაბის სავალი ნაწილის სიგანე 7.5 მ.

კონტრაქტორი: - "SINOHYDRO“

პროექტის ბიუჯეტი- 209,852,079.67 ლარი.

დონორი  ADB – აზიის განვითარების ბანკი

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player