Search

30 აგვისტო, 2013


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებლობა დაათავლიერა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, რუისი-აგარას შემოვლითი საავტომობილო გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ95-114 (რუისი-აგარა) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების ფარგლებში  მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები; N1, Nდა N3 (რუისისა და ქარელის გზაგამტარები) გზაგამტარებზე ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

 ამ დროისათვის, მიმდინარეობს რიგელების მოწყობისა და გზაგამტარებზე მისასვლელი გზების ყრილების მოწყობის სამუშაოები.

დასრულებულია წყალგამტარი და რკინაბეტონის 2 მიწისქვეშა გასასვლელის მშენებლობა, სადაც ამ ეტაპზე ხორციელდება მიწის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოები  2013 წლის 17 დეკემბერს დაიწყო და 2014 წლის ბოლოს დასრულდება.

კონტრაქტორი კომპანიაChina Nuclear Industri, დონორი კი მსოფლიო ბანკია.

პროექტის ბიუჯეტი კი 70,756,744,92 ლარს შეადგენს.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player