Search

26 აგვისტო, 2013


თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა დაათვალიერეს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილეებმა ნუგზარ გასვიანმა და გიორგი ამაშუკელმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა დაათვალიერეს.
 
თბილისის შემოვლითი გზის 7.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულია: გზის საფუძვლის მოწყობა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 14 წყალგამტარი რკ/ბეტონის მილის მშენებლობა,  საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის მონიშნვა.
დღეისათვის, 6.5 კმ-ზე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საგზაო სამოსი და დასრულებულია გზის ჭრილის მოწყობის სამუშაოები.
დანარჩენ 0.8 კმ-ზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები. გზის ჭრილის დამუშავებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. 
აღნიშნული გზის საშუალებით, სატრანზიტო მოძრაობა, დედაქალაქის შემოვლითი გზის კმ14-კმ21 მონაკვეთზე ახალ მიმართულებაზე გადაერთვება.
 
პროექტის ბიუჯეტი 14,923,000 ლარს შეადგენს.
კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს. “ ბელბაუა“, სამუშაოები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player