Search

20 აგვისტო, 2013


ქუთაისის შემოვლითი გზა - სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთზე (სიგრძე 25.6კმ) სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის კმ0-კმ8-ზე და კმ14-კმ18-ზე მიწის ვაკისის მშენებლობის სამუშაოების (მიწის ყრილის მოწყობა და დატკეპნა) პარალელურად, ხელოვნური ნაგებობებისოთხკუთხა წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მშენებლობა მიმდინარეობს. ამდროისათვის, დასრულებულია 16 წყალგამტარი მილის მოწყობა. ასევე მიმდინარეობს 6 მილის მშენებლობისა და სავალი ნაწილის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები. ასევე, დაწყებულია ხიდებზე რკინა–ბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის 17 ივლისში დაიწყო და 2014 წლის  ივლისში დასრულდება. საშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია - JV "TODINI costrucioni Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ ასრულებს, დონორი ორგანიცაზია კი (JICA) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოა. პროექტის ბიუჯეტი ორ ვალუტაში - 69, 608, 678.29 ლარსა და 20, 874, 558.14 ევროს შეადგენს.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player