Search

31 ივლისი, 2013


ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი I მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

ქობულეთის შემოვლითი გზა - ჩოლოქი-სარფი /გზის ახალი მიმართულება ლოტი I სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 12.4კმ + 2.3 კმ (ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთი 4 ზოლიანი გზა).

ქობულეთის შემოვლითი გზის კმ0-კმ12.4-ზე ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა დასრულებულია. ასევე დასრულებულია წყალგამტარი მილებისა და Mმიწისქვეშა გასასვლელების მოწყობის სამუშაოები.

ამამად კი გზაგამტარებზე მოაჯირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდებზე დასრულდა ნიუჯერსის ტიპის ბეტონის ბარიერების მოწყობის სამუშაოები. ასევე ხორციელდება ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა და ზედა ფენის მოწყობის, საფუძვლის ზედა ფენის მოწყობისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე (30-33 კმ-ებზე) არსებული ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გაგანიერება, სადაც მიმდინარეობს მიწის სამუშაოები (ჭრილის მოწყობა).

პარალელურად, მიმდინარეობს სადრენაჟე სისტემების (კიუვეტების) მოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოები 2011 წლის 20 აპრილს დაიწყო  და 2013 წლის 1 სექტემბერს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია  "SINOHYDRO“  ასრულებს, დონორი კი აზიის განვითარების ბანკია (ADB). პროექტის ბიუჯეტი 115,497,153.97 ლარს შეადგენს


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player