Search

29 ივლისი, 2013


გზების დეპარტამენტი ულიანოვკა-ბოდბე-გამარჯვება საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს

მიმდინარეობს, ულიანოვკა-ბოდბე-გამარჯვება საავტომობილო გზის კმ0+000-კმ21+347 მონაკვეთის რეაბილიტაცია.

აღნიშნული გზის 21,347 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია: გზის საფუძვლის შეკეთება და სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა. ასევე, კიუვეტების, ეზოში შესასვლელების, ტროტუარების, ავტოპავილიონებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შეკეთდება არსებული და მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

აღნიშნული გზა იწყება ჩალაუბანი-სიღნაღის /გზის კმ4-დან, გაივლის სოფლებს: მაღარო, ულიანოვკა, ბოდბე, გამარჯვება და უერთდება წნორი-დედოფლისწყარო-ქვემოქედის აავტომობილო გზას.

სარეაბილიტაციო ობიექტზე, ამჟამად, მიმდინარეობს გზის საფუძვლის შეკეთებისა და მსხვილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები (კერძოდ, ასფალტ-ბეტონის საფარის ფრეზირება, სუსტი მასალის ექსკავაცია, ტრასის აღდგენა და მსუბუქი საფუძვლის მოწყობის სამუშაოები).

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ...”გზამშენი 4” ახორციელებს. პროექტის ღირებულება კი 9,472.7 ათას ლარს შეადგენს.

სამუშაოები 2012 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 2014 წლის 23 მარტს დასრულდება.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player