Search

26 ივლისი, 2013


ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთის მშენებლობა

2014 წლის ბოლოს დასრულდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ95-114 (რუისი-აგარა) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების ფარგლებში  მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები; #1, #2  და #3 (რუისისა და ქარელის გზაგამტარები) გზაგამტარებზე კი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

მიმდინარეობს ხიმინჯების გამაერთიანებელი რკ/ ბეტონის ფილებისა და ბურჯების დგარების მოწყობის სამუშაოები. გზაგამტარებზე მისასვლელე გზების (რამპების) ყრილების მოწყობის სამუშაოები.

დასრულებულია წყალგამტარი მილების მშენებლობა (13 მილზე დასრულებულია ბეტონის ჩასხმა). პარალელურად არმირების სამუშაოები ხორციელდება 6 მილზე.

ასევე, დასრულებულია ბეტონის სამუშაოები 3 მიწისქვეშა გასასვლელზე, სადაც ამ ეტაპზე ხორციელდება უკუჩაყრის სამუშაოები.

პროექტის აღწერა

პროექტი მოიცავს არსებული გზის ნაწილობრივ რეკონსტრუქციას, მიმართულების მცირეოდენი ცვლილებებით და ახალი მიმართულების მშენებლობას.

გზის არსებული მიმართულება 11 კმ-ანი მონაკვეთზე ძირითადად შენარჩუნებული იქნება I კატეგორიის გზის პარამეტრების მისაღებად საჭირო გაუმჯობესებით. ხოლო 8 კმ-იან მონაკვეთზე ახალი მიმართულებით, აგარის შემოვლითი გზა აშენდება.

აღნიშნული გზის კმ.95, კმ 99, კმ 102, კმ 107 და კმ 113-ზე მოეწყობა ორდონიანი გადაკვეთები, სადაც აშენდება 5 გზაგამტარი.

ასევე, ამ მონაკვეთზე აშენდება 3 სახიდე გადასასვლელი.

სახიდე გადასასვლელები:

კმ-104 მდ. ფრონეზე აშენდება ორი პარალელური ხიდი

სიგრძე - 183.5

სიგანე - 14.65

მალების რაოდენობა – 7

კმ.107 – მდ. ფცაზე აშენდება ასევე, ორი პარალელური ხიდი

სიგრძე – 143.6

სიგანე – 14.65

მალების რაოდენობა – 5

კმ109 – გზაგამტარი რკინიგზაზე. Oორივე მიმართულებაზე აშენდება ახალი გზაგამტარები:

სიგრძე – 91.3,

სიგანე – 14.65,

მალების რაოდენობა – 3.

სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის 17 დეკემბერს დაიწყო და 2014 წლის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია “China Nuclear Industri”  ასრულებს, დონორი კი მსოფლიო ბანკია.

პროექტის ბიუჯეტი 70,756,744,92 ლარს შეადგენს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player