Search

24 ივლისი, 2013


მიმდინარეობს მდ.ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 110- კმ-ზე მდ.ჭოროხზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული ხიდი, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე (სენაკი-ფოთი-სარფი) მდებარეობს, იგი კახაბერს და სარფს ბათუმთან აკავშირებს.

პროექტით გათვალისწინებულია: ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების მოწყობა და ბურჯების გაძლიერება; ხიდის სავალ ნაწილზე წყალგამშვები სისტემისა და ტროტუარებზე წყალსარინი რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა. ასევე, განხორციელდება ლითონის მოაჯირების გაწმენდა, თვალამრიდების შეღებვა და ხიდის ორივე მისასვლელზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ფრეზირების ტექნოლოგიით. Mმისასვლელებზე, ასევე, განახლდება ლითონის ზღუდარები და დამონტაჟდება ახალი ბოძკინტები. ხიდის სიგრძე 445 მეტრი სიგანე კი - 11,5 მეტრია.

ამჟამად, მიმდინარეობს ხიდის მე-7 ბურჯზე ხიმინჯების გამაერთიანებელი რკ/ ბეტონის ფილების მოწყობისა და ბურჯის ტანის არმირების სამუშაოები.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით (ღირებულება 3 მლნ 244,4 ათასი ლარი). 

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელის მარტში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ... „ზიმოასრულებს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player