Search

22 ივლისი, 2013


ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთზე (სიგრძე 25.6კმ) სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის კმ0-კმ8-ზე და კმ14-კმ18-ზე მიწის ვაკისის მშენებლობის სამუშაოები (მიწის ყრილის მოწყობა და დატკეპნა) პარალელურადხელოვნური ნაგებობებისოთხკუთხა წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მშენებლობა მიმდინარეობს.

ამდროისათვის, დასრულებულია 12 წყალგამტარი მილის მოწყობა. ასევე მიმდინარეობს 7 მილის მშენებლობისა და სავალი ნაწილის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის 17 ივლისს დაიწყო და 2014 წლის 17 ივლისს დასრულდება.

საშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია - JV "TODINI costrucioni Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ ასრულებს, დონორი ორგანიცაზია კი (JICA) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოა.

პროექტის ბიუჯეტი ორ ვალუტაში - 69, 608, 678.29 ლარსა და 20, 874, 558.14 ევროს შეადგენს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player