Search

19 ივლისი, 2013


თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 12.68 კმ-იანი მონაკვეთის (კმ39-კმ51) რეაბილიტაციას, რომელიც დედაქალაქიდან სოფელ ხევსურთსოფლის გავლით თიანეთს უკავშირდება.
პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სავალი ნაწილის მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობესის, ლითონის თვალამრიდების, საყრდენი კედლების, ავტობუსების გაჩერებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა. ასევე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. გზაზე მოეწყობა ახალი საორიენტაციო ბოძები და საგზაო ნიშნები. ასევე, განხორციელდება გზის მონიშნვა. 
 
ამჟამად მიმდინარეობს,  ასფალტ-ბეტონის დაგება და გზის საფუძვლის მომზადება, რეციკლირების მეთოდით.
პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შ.პ.ს „გზამშენი-4“ ასრულებს, რომლის ღირებულებაც 4 მლნ 170 ათას ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2012 წლის ნოემბერში და 2014 წლის მაისში დასრულდება. 
 
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player