Search

17 ივლისი, 2013


ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ორ კვირაში დასრულდება

 
ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის 3 კმ-იანი (კმ71-კმ73) მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც ახალციხისა და სოფელ წნისის ტერიტორიაზე გადის 2 კვირაში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი. განხორციელდა პარაპეტებისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოებს. მათ შორის, ჩატარდა გზისა და ხელოვნური ნაგებობების დამცავი მოწყობილობების – ე.წ. რენობალიშების შეკეთებითი სამუშაოები. 
ამჟამად მიმდინარეობს გვერდულებისა და გზის მოწესრიგება. 
პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით (ღირებულება 1 მლნ 336,7 ათას ლარი). სამუშაოებს შ.პ.ს. „არალი“ ასრულებს. პროექტის განხორციელება 2013 წლის 21 თებერვალს დაიწყო და 2013 წლის 30 ივლისს დასრულდება.
 
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player