Search

22 ივნისი, 2013


რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 5 დღით შემოვლით გზაზე გადაერთვება

რიკოთის საუღელტეხილოგვირაბის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით,გვირაბის გავლით მოძრაობა დროებით შეწყდება და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შემოვლით გზაზე გადაერთვება.

აღნიშნული რეჟიმი დაწესებული იქნება სულ 5 დღის განმავლობაში (რამდენიმედღიანი შუალედით). კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძარაობა გვირაბის გავლით აიკრძალება და შემოვლითი გზით განხორციელდება 24–25 ივნისს დილის 6:00 საათიდან საღამოს 20:00  საათამდე, ხოლო,ხუთდღიანი შუალედის შემდეგ - 1 ივლისის დილის 6:00 საათიდან 3 ივლისის 23:00 საათამდე.

განსახორციელებელი სამუშაოები ითვალისწინებს ელექტრომომარაგების საჰაერო სადენების, ტრანსფორმატორებისა და მრიცხველების მონტაჟს. ასევე, ახალი ელექტროუჯრედების ტესტირებასა და გამართული ელექტროკომუნიკაციის ქსელის მუდმივი ენერგიის წყაროსთან  მიერთებას.

აღნიშნული სამუშაოები გვირაბში ვენტილაციისა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის  სისტემის სრულფასოვნად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ითვალისწინებს შემოვლითი გზის რელიეფთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც ძირითადად, სატრანზიტო და არაგაბარიტულ ავტოსაშუალებებს უქმნის დისკომფორს და რეჟიმის მოქმედების პერიოდში გვირაბის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთზე (აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებებზე)სადღეღამისო მორიგეობას აწესებს.

არაგაბარიტული და სატრანზიტო ავტოტრანსპორტისათვის (საჭიროების შემთხვევაში)დახმარების აღმოჩენის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ უზრუნველყოფილი იქნება გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ადგილზე მობილიზება.საგზაო რეჟიმის კონტროლი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით განხორციელდება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player