Search

13 ივნისი, 2013


გურჯაანის ცენტრში მიმდინარე საგზაო  სამუშაოების გამო  მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 64კმ-ზე, რომელიც გურჯაანის ცენტრში თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს მეწყრის შედეგად ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გზის ამ მონაკვეთზე 13 ივნისიდან ავტოტრანსპორტის გადაადგილების დროებითი რეჟიმი დაწესდება. კერძოდ,

ახმეტიდან ბაკურციხის მიმართულებით გურჯაანის ცენტრში ავტოტრანსპორტი  თავისუფლების ქუჩის გავლით იმოძრავებს, ხოლო ბაკურციხიდან ახმეტის მიმართულებით - შემოვლითი გზით, 9 აპრილის ქუჩის გავლით. დაწესებული რეჟიმი ძალაში იქნება აღნიშნული სამუაოების დასრულებამდე.

პროექტი გზის სავალ ნაწილის აღდგენას, ტროტუარების მოწესრიგებას და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო ვადებია 29.04.2013-30.08.2013. სამუშაოებს სახელმწიფო დაფინანსებით ..საგზაო სამშენებლო კომპანია სერპანტინიასრულებს.

ამდროისათვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player