Search

21 მაისი, 2013


საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს. დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ იოსებ ქადაგიშვილმა, ამჯერად, ქვემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.

აღნიშნული მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს: 

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი საავტომობილო გზის ორ სხვადასხვა მონაკვეთზე: კმ50-კმ63 მონაკვეთზე რეაბილიტაცია უტარდება 13,985 კმ-იან გზას, ხოლო კმ88,2-კმ99 მონაკვეთზე - 9,583 კმ-იან გზას.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე - 5კმ-იანი გზის რეაბილიტაციის სამუაოები მიმდინარეობს კმ77-კმ82 მონაკვეთზე და 9,6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია კმ116-კმ125 მონაკვეთზე;

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 12.7 კმ-იან (კმ1-კმ12) მონაკვეთზე; ლენტეხი-ბავარის ს/გზის 6 კმ-იან (კმ14-კმ20) მონაკვეთზე; ქუთაისი(ჭომა)ალპანა-მამისონის 8 კმ-იან (კმ70-კმ78) მონაკვეთზე.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებული და ამ დროისათვის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდზე განთავსდება. 

ასევე, ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი ამ სარეაბილიტაციო პროექტების შესრულების ვადების, ბიუჯეტისა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player