Search

21 მაისი, 2013


მიმდინარე საგზაო სამუშაოები ქვემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი / გზის რეაბილიტაცია

1.საავტომობილო გზის კმ50-კმ63 მონაკვეთი

მიმდინარეობს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი საავტომობილო გზის 13,985 კმ-იანი (კმ50-კმ63) მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც 4 სოფელს: ოყუტეშს, ლარჩვალს, წიფერჩისა და ჭალისთავს აკავშირებს ადმინისტრაციულ ცენტრთან.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ გზაზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. გაფართოვდა მიწის ვაკისი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები. ამჟამად მიმდინარეობს წყალგამტარი მილების მოწყობის სამუშაოები.

დღეისათვის, მიმდინარეობს გზის საფუძვლისა და წყალგამტარი მილების მოწყობის სამუშაოები.

2013 წლის ბოლოს, აღნიშნულ გზაზე დასრულდება 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით (ღირებულება  8 მლნ 523,3 ათასი ლარი). სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2012 წლის ნოემბერში და დასრულდება 2014 წლის მაისში.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ცეკური“.

 

2.აავტომობილო გზის კმ88.2-კმ99 მონაკვეთი

საავტომობილო გზის 9,583 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის დასახლებულ პუნქტებს: ლენტეხი, ლასდილი, ჭველიერ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, მიწის ვაკისის, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობის  სამუშაოებს. აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს ორი ხიდის რეაბილიტაცია:

1.         ხიდი მდინარე იმინდარაზე სიგრძე-24 მეტრი სიგანე-6 მეტრი

2.         ხიდი მდინარე ჩოლაშურზე სიგრძე-24 მეტრი სიგანე-6 მეტრი

ამდროისათვის, ობიექტზე ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები. ასფალტბეტონის ქვედა ფენა დაგებულია 3 კმ-იან საგზაო მონაკვეთზე.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,სანი

სამუშაოების ღირებულება სახემწიფო დაფინანსებით შეადგენს  10 მლნ 171,5 ათას ლარს

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 06.08.12 წელს და დასრულდება 30.09.13წელს.

 

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

1.აავტომობილო გზის კმ116-კმ125 (ონი-უწერა) მონაკვეთი

მიმდინარეობს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ონი-უწერას (კმ116-კმ125) 9,594 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები. აღნიშნული გზა ორ სოფელს, უწერასა და გლოლას გაივლის.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგზაო სამოსის განახლება სტაბილიზაციის ტექნოლოგიით (გზის არსებული საფარისა და ახალი ღორღის გადამუშავება- ემულსირება, რაზედაც იგება ასფალტბეტონის საფარი). ასევე, ხორციელდება გზის საყრდენი კედლების, დამცავი გაბიონებისა და ახალი წყალგამტარი მილების მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება აღნიშნულ გზაზე არსებულ წყალგამტარ მილებს და 4 სახიდე გადასასვლელს:

1. ხიდი მდინარე რიონზე  სიგრძე–86,4 მეტრი, სიგანე-10 მეტრი

2. ხიდი ნაკიეთის ღელეზე  სიგრძე-12 მეტრი, სიგანე-9 მეტრი

3. ხიდი მდინარე ოჟანურზე სიგრძე-21,6, სიგანე-9 მეტრი

4. ხიდი მდინარე მუშუანზე სიგრძე-21,6, სიგანე-9 მეტრი

ამ ეტაპზე, აღნიშნულ ხიდებზე ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს სარეგულაციო ნაგებობების მოწყობა.

გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე სრულდება დამცავი გაბიონების მოწყობისა და სტაბილიზაციის მეთოდით გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით (ღირებულება 7 მლნ 977,7 ათას  ლარი).

აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის ზაფხულში დაიწყო და 2013 წლის ნოემბერში დასრულდება.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ცეკური“ .

 

2.საავტომობილო გზის კმ77-კმ82 მონაკვეთი

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 5კმ-იანი მონაკვეთის (კმ77-კმ82) სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს:

გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის საფარის, ხოლო გზის მიმდებარედ კიუვეტების, დამცავი გვერდულების, საგზაო ნიშნების, ეზოში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, თვალამრიდების, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობას. შეკეთდება არსებული ავტოპავილიონები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება  ხიდებს მდ.ღვიარულაზე (14,06 მეტრიანი) და მდ.რიცეულაზე  (14,06 მეტრიანი). განხორციელდება არსებული წყალგამტარი მილების განახლება და დამატებით, ახალი მილების მოწყობა.

აღნიშნულ ობიექტზე, ამ ეტაპზე, გზის სავალი ნაწილის შემასწორებელი ფენისა და ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან უბანზე და უმოკლესი მანძილით აკავშირებს ამბროლაურისა ონის რაიონების მიმდებარე სოფლებს ქუთაისთან.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით (ღირებულება 2 მილიონ 122,9 ათასი ლარი). სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 2014 წლის დეკემბრისთვის დასრულდება.

სამუშაოებს ასრულებს შპსამბროლაურის ავტოგზა #10“

 

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 12.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ1-12) რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს: გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას; კიუვეტების, გაბიონების, საყრდენი კედლების, ავტოპავილიონების, გასაჩერებელი მოედნების, ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას. ასევე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდ.ლაჯანურზე არსებულ 6 მცირე ზომის რკინაბეტონის ხიდსა და აღნიშნული გზის 34კმზე არსებულ 110 მეტრიან გვირაბს. მოეწყობა 32 სხვადასხვა დიამეტრისა და კვეთის რკინაბეტონის  წყალგამტარი მილი.

მეწყრულ მონაკვეთებზე, პრევენციის მიზნით, გათვალისწინებულია შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.

აღნიშნულ ობიექტზე, ამ დროისათვის, მიმდინარეობს გზის საფუძვლისა და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე, ასფალტბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია 6კმ-იან მონაკვეთზე.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის საზღვარზე. გზა მიუყვება მდ. ლაჯანურის კალაპოტს და გადის მთიან რელიეფზე.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით (ღირებულება 7 მლნ 469.0 ათასი ლარი). სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის აგვისტოში დაიწყო და 2013 წლის ოქტომბრამდე დასრულდება.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ცეკური“.

 

ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი (კმ14-კმ20) მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება: გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება და მოხრეშვა; აღნიშნულ გზაზე, მდინარე ხელედურაზე არსებული სამი ხიდის რეაბილიტაცია:

1.         ხიდი მდინარე ხელედურაზე სიგრძე-18,60 მეტრი სიგანე-4,50 მეტრი

2.         ხიდი მდინარე ხელედურაზე სიგრძე-37,25 მეტრი სიგანე-4,50 მეტრი

3.         ხიდი მდინარე ხელედურაზე სიგრძე-18,60 მეტრი სიგანე-4,50 მეტრი

ამდროისათვის, მიმდინარეობს ხიდების რეაბილიტაციის სამუშაოები.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ავტოგზალენტეხი 99“ .

სამუშაოების ღირებულება სახემწიფო დაფინანსებით შეადგენს  1 მლნ 700 ათას ლარს. 

რეაბილიტაცია დაიწყო 04.05.13 წელს  და დასრულდება 30.12.13 წელს.

 

ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის ს/გზის რეაბილიტაცია

საავტომობილო გზის კმ70–კმ78  მონაკვეთი 

მიმდინარეობს ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის კმ70–კმ78 საავტომობილო გზის  8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც  გაივლის დასახლებულ პუნქტებს: ჭრებალო, პირველი ტოლა, მეორე ტოლა, ხვანჭკარა, ჩორჯო, ბოსტანა.

პროექტის ფარგლებში  აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო გაბიონები, საყრდენი კედლები, პარაპეტები და გვერდულები. ამჟამად მიმდინარეობს  გზის სავალ ნაწილზე ასფალტ–ბეტონის საფარის დაგება. ასევე რეაბილიტაცია უტარდება 5 ხიდს:

1.      ხიდი მდინარე ორღელესშუაზე  სიგრძე – 20 მეტრი  სიგანე – 8 მეტრი

2.      ხიდი მდინარე დიდღელეზე   სიგრძე –  15 მეტრი  სიგანე – 8 მეტრი

3.      ხიდი მდინარე ჩორჯოსწყალზე   სიგრძე –  17 მეტრი  სიგანე – 8 მეტრი

4.      ხიდი მდინარე ბოსტანასღელეზე   სიგრძე –  9 მეტრი  სიგანე – 8 მეტრი

5.      ხიდი მდინარე ასკისწყალზე   სიგრძე –  16 მეტრი  სიგანე – 8 მეტრი

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდების სავალი ნაწილის რკინა–ბეტონის, თვალამრიდების,  სადეფორმაციო ნაკერების, ლითონის მოაჯირების მოწყობა და ტროტუარების ბლოკების მონტაჟი.

აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია 2012 წლის  ივლისში დაიწყო და 2013 წლის აგვისტოში დასრულდება.

სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით შეადგენს 4 მლნ. 303 ათას ლარს.

სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს.  „ამბროლაურის ავტოგზა N10“ და შ.პ.ს. „ხიდმშენი 99“.

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player