Search

16 მაისი, 2013


დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგი გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობენ. მათ დღეს ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტი ორ ლოტად ხორციელდება. პირველ მონაკვეთზე (ლოტზე) სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2013 წლის აგვისტოსთვის არის დაგეგმილი, ხოლო მეორე მონაკვეთის მშენებლობა საწყის ეტაპზეა და 2016 წელს დასრულდება.

ქობულეთის შემოვლითი გზა - ლოტი I

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 12.5 კმ.

ამდროისათვის, ქობულეთის შემოვლითი გზის კმ0-კმ12.4-ზე ხიდების მალის ნაშენისთვის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟის სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს რკინაბეტონის გამაერთიანებელი ფილების, ტროტუარების, მოაჯირების მოწყობის სამუშაოები. ასევე დასრულებულია წყალგამტარი მილებისა და Mმიწისქვეშა გასასვლელების მოწყობის სამუშაოები.

მიმდინარეობს ხიდებზე ნიუჯერსის ტიპის ბეტონის ბარიერების; სადრენაჟე სისტემების (კიუვეტების); ასევე, სავალი ნაწილის ქვესაგები ფენისა და საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოებიამდროისათვის, 2,2 კმ-ზე ასფალტის ორი ფენის დაგება დასრულებულია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე (30-33 კმ-ებზე) არსებული ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გაგანიერება, სადაც მიმდინარეობს მიწის სამუშაოები (ყრილის მოწყობა).

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა  - II ლოტი

სამშენებლო გზის სიგრძე – 18.8 კმ

ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12+400-კმ31+259 მონაკვეთზე დაგეგმილია 18.8კმ /ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, 4 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

ხიდების სიგანეა 17, სავალი ნაწილის სიგანე ხიდებზე 14.

გვირაბების გაბარიტი - (სიმაღლე) 5, გვირაბის სავალი ნაწილის სიგანე 7.5 .

ამდროისათვის, სამშენებლო ბაზის მოწყობა  და ტექნიკის მობილიზება დასრულებულია.

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player