Search

15 მაისი, 2013


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე საგზაო-სამშენებლო მონაკვეთების მონიტორინგს ახორციელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და მისი მოადგილე იოსებ ქადაგიშვილიი მიმდინარე პროექტების მონიტორინგის მიზნით, სამშენებლო ობიექტებზე გასვლებს ახორციელებენ. ამ პროცესის ფარგლებში, მათ ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის სამშენებლო მონაკვეთებზე სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.

1.ქუთაისის შემოვლითი გზა (სიგრძე 17.3 კმ)

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის 6.7 კმ-იან მონაკვეთზე (კმ10.6-კმ17.3) ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხიდების მშენებლობის სამუშაოები. ამ დროისათვის, მდ. ჭიშურაზე ხიმინჯების ბურღვის სამუშაოები დასრულებულია, მდ. რიონზე დასრულებულია რკ/ბეტონის 166 ხიმინჯის ბურღვისა და მოწყობის სამუშაოები, პარალელურად მიმდინარეობს ხიმინჯების გამაერთიანებელი რკ/ ბეტონის ფილების მოწყობისა და ბურჯების დგარების მოწყობის სამუშაოები. რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები დასრულდა მდ. ნახშირღელეზე; 32 ხიმინჯი მოეწყო #3 გზაგამტარზე (გეგუთის გზაგამტარი) და ანალოგიური სამუშაოები დასრულდა #4 გზაგამტარზე (მუხიანის გზაგამტარი).

აღნიშნულ ობიექტზე მოსაწყობი 43 ხელოვნური ნაგებობიდან (წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები) 34-ის მშენებლობა დასრულებულია.

პროექტის დასრულება დაგეგმილია 2013 წლის დეკემბრის ბოლოს

2.ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთი (სიგრძე 25.6 კმ)

ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის კმ0-კმ8-ზე და კმ14-კმ18-ზე მიწის ვაკისის მშენებლობის სამუშაოები (მიწის ყრილის მოწყობა და დატკეპნა)

პარალელურად, მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობებისოთხკუთხა წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მშენებლობა. ამდროისათვის, დასრულებულია 9 წყალგამტარი მილის მოწყობა, ხოლო 3 მილზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოები. ასევე დაიწყო ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მდ. გუბისწყალზე (6.)

პროექტი დასრულდება 2014 წელს.

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player