Search

15 მაისი, 2013


სტიქიის ზონაში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

ძლიერი კოკისპირული წვიმის და თანდართული სეტყვის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ჩალაუბანი-ბაკურციხის (ბარჯისხევი) და ბაკურციხე-კარდენახის (სოფელი კარდენახი) მონაკვეთზე, ასევე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის სოფელ კოლაგის მონაკვეთზე სოფლის საუბნე გზებიდან გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა ქვა-ღორღის გამონატანები, რის გამოც, სოფელ კოლაგში და სოფელ კარდენახში დროებით ჩაიკეტა მოძრაობა, ხოლო ბარჯისხევში დროებით შეფერხდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ უმოკლეს ვადებში იქნა მობილიზირებული შესაბამისი ტექნიკა და ჩატარდა ქვა-ღორღის მასისაგან სავალი ნაწილის გაწმენდი სამუშაოებ.

ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია და გრძელდება კიუვეტების გაწმენდითი სამუშაოები.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player