Search

14 მაისი, 2013


დავით შავლიაშვილმა რუისი-აგარას მონაკვეთის მშენებლობა  დაათვალიერა

გზების მშენებლობა–რეაბილიტაციის მონიტორინგის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის  თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ იოსებ ქადაგიშვილმა ჩქაროსნული გზატკეცილის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა  დაათვალიერეს.

რუისი-აგარას მონაკვეთზე 19 კმ. საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტი ხორციელდება. პროექტი  11 კმ. არსებული გზის 4 ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციას და 8 კმ. სიგრძის სრულიად ახალი აგარის შემოვლითი ავტომაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. რუისი-აგარას 19 კმ-იანი მონაკვეთი, რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 70,7 მლნ ლარია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; მოეწყობა 5 სატრანსპორტო კვანძი; აშენდება ორი - 184 მეტრიანი და 144 მეტრიანი სახიდე გადასასვლელი მდინარე ფრონეზე და მდინარე ფცაზე; აშენდება  სარკინიგზო გზაგამტარი. 

რუისი -აგარის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ორწლიანია და ის 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player