Search

17 აპრილი, 2013


 
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხიდების ტესტირება იწყება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 85-ე კმ-ზე, მდ.ლიახვზე არსებულ ხიდებზე სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით, საანგარიშო  ზღვრულ დატვირთვაზე ტესტირების სამუშაოები განხორციელდება.

ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოები  ხიდებზე  მონაცვლეობით იწარმოებს.

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, 2013 წლის 18 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის  მოძრაობა შეწყდება მარცხენა ხიდზე, ხოლო 27 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით - მარჯვენა ხიდზე.

აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ერთ-ერთი ხიდის გავლით ორმხრივი მოძრაობის რეჟიმში.

სამუშაოების დასრულებისთანავე ორივე ხიდზე მოძრაობა სრულად აღდგება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player