Search

17 აპრილი, 2013


 გორის გვირაბში მოძრაობა აღდგენილია 

 
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე არსებულ გვირაბში  ხანძრის შედეგად დაზიანებული მიმდებარე ტერიტორიისა და გვირაბის კედლების  გაწმენდა-ჩამორეცხვა; დაზიანებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანა დასრულდა. ასევე, განხორციელდა ელექტროკომუნიკაციებისა და სავენტილაციო სისტემის ტესტირება. განათების სისტემაზე გამოვლენილი დაზიანებების სრულფასოვნად აღმოფხვრის მიზნით, აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად  ჩატარდება და უმოკლეს დროში დასრულდება, თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის გვირაბში ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება შეუფერხებლად, ორივე გვირაბის გავლით.
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player