Search

11 აპრილი, 2013


რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის /გზის რეაბილიტაცია

მიმდინარეობს რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზის 17,66 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები. აღნიშნული გზა 5 სოფელს: რუფოთს, ალისუბანს, საზანოს, თუზსა და ქვაციხეს აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება მიწის ვაკისის გაგანიერება, გაბიონის კედლების, ბეტონის კიუვეტებისა და /ბეტონის წყალგამტარი მილების მოწყობა; გზის არსებული ფენის შეკეთება და 4 სმ. სისქის ერთფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. ასევე, მოეწყობა ერთმალიანი, 20 მეტრიანი ხიდი მდინარე ძუსაზე.

ამდროისათვის, ასფალტ-ბეტონის საფარი დაგებულია აღნიშნული გზის 11კმ-იან მონაკვეთზე. დანარჩენ მონაკვეთებზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობა, ბეტონის მილების ჩალაგება და რეციკლირების სამუშაოები.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით (ღირებულება 3 მლნ 653 ათას ლარი). სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2013 წლის სექტემბერში.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ტდაგ“.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player