Search

10 აპრილი, 2013


ზაქარია ხუნძაყიშვილი გზების მოვლა-შენახვის  სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა გზების მოვლა-შენახვის ტენდერებში გამარჯვებულ კონტრაქტორებთან მორიგი შეხვედრა დეპარტამენტის ქუთაისის ოფისში გამართა.

აღნიშნულ შეხვედრაზე, საგზაო კომპანიების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს გზების მოვლა-შენახვის 15 ზონას წარმოადგენდნენ.

თავმჯდომარემ კონტრაქტორებთან ერთად, საავტომობილო გზებისა და  ხელოვნური ნაგებობების მოვლა-შენახვის საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის დინამიკა  განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზამთრის პერიოდში გზებზე გაჩენილი ხარვეზების გამოსწორებისა და ზოგადად, საგზაო ინფარსტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ოპერატიულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული  გეგმის მიხედვით. ამ პროცესს კი დეპარტამენტი სისტემატიურ მონიტორინგს გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, გზების ორმოული შეკეთების, სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების, უსაფრთხოების საშუალებების განახლების, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მოწესრიგების სამუშაოები  მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player