Search

5 აპრილი, 2013


ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარეობს ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონი საავტომობილო გზის 16,5 კმ-იანი (კმ7-კმ27,5) მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც 5 სოფელს: ნოქალაქევს, ნახურცილაოს, ლეძაძამეს, თამაკონსა და დიდ ჭყონს აკავშირებს ადმინისტრაციულ ცენტრთან.

პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის საფარით მოწყობა, რაც 15,8 კმ-იან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია. ასევე, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები და ეზოებში შესასვლელებზე დამონტაჟდა ლითონის მილები.

ამჟამად, მიმდინარეობს გზის გასწვრივ, რკინაბეტონის კიუვეტების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით (ღირებულება 6 მლნ 855,3 ათას ლარი). სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2014 წლის მაისისთვის. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,არქეოპოლისი“.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player