Search

4 აპრილი, 2013


დავით ნარმანიამ და ზაქარია ხუნძაყიშვილმა რუისი-აგარის მონაკვეთის მშენებლობა დანიელ სტუდენტებთან ერთად დაათვალიერეს

ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 ავტო-მაგისტრალის რუისი-აგარას მონაკვეთზესამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობა რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაქარია ხუნძაყიშვილმა დანიელ სტუდენტებთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტი ითვალისწინებს 19 კმ სიგრძის საავტომობილო მაგისტრალისმშენებლობა-რეკონსტრუქციას. მათ შორის 11 კმ არსებული გზის 4 ზოლიანმაგისტრალად რეკონსტრუქციას და 8 კმ სიგრძის სრულიად ახალი აგარის შემოვლითიავტო-მაგისტრალის მშენებლობას. რუისი-აგარას 19 კმ-იანი მონაკვეთი, რუისი-რიკოთისსაავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია. პროექტს საქართველოსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილოგზების დეპარტამენტის კოორდინირებით, ჩინური კომპანიაჩაინა ნუკლეარ ინდუსტრი23 კონსტრაქშენ კომპანიახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 70,7 მლნლარით ფინანსდება.

ავტო-მაგისტრალის ახალი მონაკვეთი მშენებლობის დასრულების შემდეგ,საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება.გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 5სატრანსპორტო კვანძი, აშენდება ორი 184 მეტრიანი და 144 მეტრიანი სახიდეგადასასვლელები მდინარე ფრონეზე და მდინარე ფცაზე. იგეგმება 91 მეტრიანისარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგებაცემენტ-ბეტონის საფარი. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლოსარეაბილიტაციო სამუშაოები ჩქაროსნული გზატკეცილის სხვა სეგმენტებზეც, როგორცაღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.

რუისი -აგარის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ორწლიანია და ის 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player