Search

3 აპრილი, 2013


ქუთაისი-ალპანა-მამისონის /გზის კმ116-კმ125 (ონი-უწერა) მონაკვეთის რეაბილიტაცია

მიმდინარეობს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ონი-უწერას (კმ116-კმ125) 9,594 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები. აღნიშნული გზა ორ სოფელს, უწერასა და გლოლას გაივლის.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგზაო სამოსის განახლება სტაბილიზაციის ტექნოლოგიით, რაც გზის არსებული საფარის გადამუშავებითა და ემულსირებით ასფალტბეტონის ახალი საფარის დაგებას ითვალისწინებს. Pასევე, ხორციელდება გზის საყრდენი კედლების, დამცავი გაბიონებისა და ახალი წყალგამტარი მილების მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება აღნიშნულ გზაზე არსებულ წყალგამტარ მილებს და 4 სახიდე გადასასვლელს:

1. ხიდი მდინარე რიონზე  სიგრძე–86,4 მეტრი, სიგანე-10 მეტრი

2. ხიდი ნაკიეთის ღელეზე  სიგრძე-12 მეტრი, სიგანე-9 მეტრი

3. ხიდი მდინარე ოჟანურზე სიგრძე-21,6, სიგანე-9 მეტრი

4. ხიდი მდინარე მუშუანზე სიგრძე-21,6, სიგანე-9 მეტრი

ამ ეტაპზე, აღნიშნულ ხიდებზე ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს სარეგულაციო ნაგებობების მოწყობა.

გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე სრულდება დამცავი გაბიონების მოწყობისა და სტაბილიზაციის მეთოდით გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით (ღირებულება 7 მლნ 977,7 ათას  ლარი).

აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის ზაფხულში დაიწყო და 2013 წლის ნოემბერში დასრულდება.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ცეკური

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player