Search

2 აპრილი, 2013


საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი გზების მოვლა-შენახვის ტენდერებში გამარჯვებულ კონტრაქტორებს შეხვდა.

აღნიშნულ შეხვედრაზე, საგზაო კომპანიების წარმომადგენლები აღმოსავლეთ საქართველოს გზების მოვლა-შენახვის 18 ზონას წარმოადგენდნენ.

თავმჯდომარემ კონტრაქტორებთან ერთად, საავტომობილო გზებისა და  ხელოვნური ნაგებობების მოვლა-შენახვის საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის დინამიკა  განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზამთრის პერიოდში გზებზე გაჩენილი ხარვეზების გამოსწორებისა და ზოგადად, საგზაო ინფარსტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ოპერატიულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული  გეგმის მიხედვით. ამ პროცესს კი დეპარტამენტი სისტემატიურ მონიტორინგს გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, გზების ორმოული შეკეთების, სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების, უსაფრთხოების საშუალებების განახლების, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მოწესრიგების სამუშაოები  მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

მსგავს შეხვედრებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე სხვა ზონების წარმომადგენელ კონტრაქორებთანაც გამართავს.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player