Search

1 აპრილი, 2013


ქვეყნის 3  უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის რეჟიმი მოიხსნა

საგაზახულო პერიოდის მიუხედავად, მაღალმთიან რეგიონებთან დამაკვშირებელ უღელტეხილებზე დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შედეგად, ქვეყნის 3 რეგიონში, უღელტეხილებზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვის რეჟიმი მოიხსნა.

ამდროისათვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ნარდევანი–როდიონოვკას (კმ92–კმ110) ე.წ. ‘ტიკმატაჟის უღელტეხილის’, ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის (კმ37–კმ56)  ‘ნაქერალას უღელტეხილისა’ და ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის (კმ15–კმ66) უჯარმა–თელავის მონაკვეთებზე. 

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player