Search

27 მარტი, 2013


გორის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

28 მარტიდან გორის საუღელტეხილო გვირაბებში პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად, ტროტუარების, ბორდიურებისა და მასზე განთავსებული უსაფრთხოების სანათი მოწყობილობების მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება.

ჩქაროსნულ გზატკეცილზე ცალმხრივი მოძრაობის შენარჩუნების მიზნით, გვირაბებში სამუშაოები იწარმოებს მონაცვლეობის რეჟიმში. რაც, ერთ-ერთ გვირაბში ავტოტრანსპორტის გამტარობას უზრუნველყოფს.

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა  ერთ-ერთი გვირაბის გავლით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გვირაბების შემოვლითი გზით განხორციელდება.

უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის  გადაადგილების დროებითი რეჟიმი ერთი კვირის ვადით გაგრძელდება.  


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player