Search

27 მარტი, 2013


ზაქარია ხუნძაყიშვილი  საგზაო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი საგზაო- სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს დეპარტამენტის ქუთაისის ოფისში შეხვდა.

თავმჯდომარემ 2013 წლის გეგმა და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკები კონტრაქტორებთან ერთად დეტალურად განიხილა.

ზაქარია ხუნძაყიშვილმა კომპანიების წარმომადგენლებს  აღუთქვა, რომ საგზაო პროექტები განხორციელდება ყველა ტექნოლოგიური ეტაპის დაცვით და მათ არავინ მოსთხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე სამუშაოს დასრულებას, რაც აქამდე, კონტრაქტორ ორგანიზაციებს პრობლემებს უქმნიდა. თუმცა, აღნიშნა, რომ დეპარტამენტის მხრიდან მთელი წლის განმავლობაში სამუშაოების წარმოების გრაფიკებისა და ხარისხის მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის  მშენებრე მონაკვეთები მოინახულა. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player