Search

26 მარტი, 2013


473 მეტრიანი ხიდის რეაბილიტაცია მდინარე ჭოროხზე

დაიწყო სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 110- კმ-ზე მდ.ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია: არსებული ბურჯების გაძლიერება ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების მოწყობით, ხიდის სავალ ნაწილზე წყალგამშვები სისტემის და ტროტუარებზე წყალსარინი რკინა-ბეტონის ფილების მოწყობა. ასევე, გაიწმინდება და შეიღებება ლითონის მოაჯირები და თვალამრიდები. ხიდის სავალ ნაწილზე არსებული ასფალტ-ბეტონის ფენა დამუშავება ფრეზირების ტექნოლოგიით და დაიგება გზის ახალი საფარი. ამავე ტექნოლოგიით მოეწყობა გზის ასფალტ-ბეტონის საფარი ხიდის ორივე მისასვლელზე, სადაც, ასევე, შეიცვლება ლითონის ზღუდარები და მოეწყობა ახალი ბოძკინტები.

აღნიშნული ხიდის სიგრძე 473 მეტრია, სიგანე - 11,5 .

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ზიმო“. სამუშაოების ღირებულება სახემწიფო დაფინანსებით შეადგენს  3 მლნ 224,4 ათას  ლარს

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player