Search

26 მარტი, 2013


გომი-საჩხერე-ჭიათურას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურას საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც გაივლის სოფლებს: მერჯევი, გორისა და წითელი სოფელი. ასევე, გზის გასწვრივ მდებარე სოფლებია: შომახეთი, მოძვი, უსახელო, საირხე და სავანე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, საყრდენი კედლების, სავალი ნაწილისა და მიწის ვაკისის მოწყობას. ასევე, არსებული მილების შეკეთებასა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას.

ამ ეტაპზე, გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენა დაგებულია. მიმდინარეობს ფრეზირება (არსებული საფარის გადამუშავების ტექნოლოგი), ეზოებში შესასვლელებისა და გზის მიერთებების მოწყობა.

სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით, შეადგენს  3 მლნ 700 ათას ლარს

რეაბილიტაცია დასრულდება 2013 წლის სექტემბერში. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ლაგოდეხავტოგზა“. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player