Search

15 მარტი, 2013


მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას საზოგადოება პერიოდულად გაეცნობა

2013 წლის 13 მარტის მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ‘მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების’ ალბომში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის სამუშაოების  უფრო აქტიური მონიტორინგის მიზნით, საზედამხედველო კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, პერიოდულად მოაწოდონ დეპარტამენტს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა.

აღნიშნულ მასალებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი პერიოდულად შესთავაზებს საზოგადოებას ვებგვერდის ფოტოგალერეის განყოფილებაში - ‘მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების’ ალბომში.

ამ ეტაპზე, საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით დაწყებულია იმ რეგიონებში, სადაც ამინდი იძლევა სამუშაოების წარმოების საშუალებას.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player