Search

15 მარტი, 2013


გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

 

გზის სავალი ნაწილის დიდი მოცულობის ზვავისაგან გაწმენდის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

აღნიშნულ მონაკვეთზე, დაწესებულია გადაადგილების საგანგებო რეჟიმი, რომელიც განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ამდროისათვის, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ხოლო, მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player