Search

14 მარტი, 2013


საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის ნოემბრიდან  დღემდე  სულ 105 ტენდერი გამოცხადდა.  მათ შორის:  

დონორი  ორგანიზაციების  მიერ  დაფინანსებულ  პროექტებზე  გამოცხადდა 12 საერთაშორისო ტენდერი. ხოლო საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ საგზაო პროექტებზე 93  ადგილობრივი ტენდერი.

აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საერთაშორისო ტენდერების შედეგად და წინა წლიდან გარდამავალი საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სხვადასხვა სამუშაოები (მშენებლობა–რეაბილიტაცია) მიმდინარეობს 23 ობიექტზე. 

მიმდინარე თვეში (2013 წლის მარტი) საერთაშორისო სატენდერო პროცედურები დასრულდა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც მოცულობითა და ბიუჯეტით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია (პროექტის ღირებულება 118.462.944,42 ლარი). აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე კონტრაქტი გაფორმდა ერთობლივ საწარმო ‘Todini/Takenaka-სთან. 

საქართველოს  ბიუჯეტით  დაფინანსებულ  საგზაო  პროექტებზე გამოცხადებული ტენდერების შედეგად გამოვლენილია 75 გამარჯვებული კომპანია. ადგილობრივი დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს 79 ობიექტზე. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player