Search

11 მარტი, 2013


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ უხუცესი თანამშრომელი დააჯილდოვა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 78 წლის მეგზევეს ოთარ შალამბერიძეს, რომელმაც საგზაო სექტორში 50 წელი იმუშავა საზეიმო გაცილება მოუწყვეს.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა უხუცეს თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და საგზაო დარგში გაწეული მრავალწლიანი, ღირსეული და ნაყოფიერი მუშაობისათვის საპატიო სიგელითა და სამახსოვრო სუვენირით - მეგზევის ქანდაკებით დააჯილდოვა.

ოთარ შალამბერიძემ საჯარო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება საპენსიო ასაკთან დაკავშირებით მიიღო, თუმცა, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის შეთავაზებით, ის დარგის განვითარებისათვის მოღვაწეობას კვლავ გააგრძელებს. გამოცდილი მეგზევე საგზაო პროფილის კურსდამთავრებულებისათვის  თეორიული და პრაქტიკული სწავლების  კურსებს გაუძღვება და მეგზევეების ახალი თაობის კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებს.

ამ ეტაპზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან კომუნიკაციის საფუძველზე, აღნიშნული სასწავლო ჯგუფის შევსება მიმდინარეობს. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player