Search

10 ივლისი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აჭარის რეგიონში, ქ. ქობულეთში (სოფლები სამება-ზედა სამება) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 4 კმ-იან მონაკვეთს გახსნიან. ეს ექსპერიმენტული   პროექტია და პირველად ხდება, რომ სოფლად გზის დასაგებად უახლეს ტექნოლოგიას, ბეტონის დამგებ მანქანა-დანადგარს იყენებენ.

აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებდა გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 30-35 წელია. საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სამშენებლო სამუშაოები ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობით (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება), დაიწყო მიმდინარე წლის მაისში და დასრულდა ივლისის თვეში.


2009-2010 წლებში მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლებთან მისასვლელ 130 კმ. საავტომობილო გზებზე მოეწყობა ექსპერიმენტული ცემენტ-ბეტონის საფარი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player