Search

4 მარტი, 2013


 ზაქარია ხუნძაყიშვილმა ”ინფრასტრუქტურის ლიდერთა გლობალურ ფორუმში” მიიღო მონაწილეობა

ქართულმა დელეგაციამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას, საქართველოს საავტომობილო გზების თავმჯდომარის ზაქარია ხუნძაყიშვილისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის ელგუჯა ხოკრიშვილის შემადგენლობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფრასტრუქტურის ლიდერთა გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული ფორუმი ნიუ-იორკში ყოველწლიურად,  უკვე მეექვსედ ტარდება და მის ფარგლებში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების გამოვლენა ხდება.

წელს ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენდა ”სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფო და კერძო სექტორის პოტენციალისა და შესაძლებლობების განვითარების საფუძველზე”.

ფორუმზე დასწრების შემდეგ, აღნიშნული დელეგაციის წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით ვაშინგტონში გაემგზავრნენ, სადაც  მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ფილიპ ლეროსთან და მდგრადი განვითარების სექტორის დირექტორთან ლაზლო ლოვეისთან დაგეგმილ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player