Search

16 თებერვალი, 2013


 საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქობულეთის შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

 

ჩოლოქი-სარფი /გზის ახალი მიმართულებაქობულეთის შემოვლითი გზა ლოტი სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 12 კმ.

ქობულეთის შემოვლითი გზის 0-12.4 კმ-ებზე მიმდინარეობს: ხიდების მალის ნაშენისთვის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟის სამუშაოები; ხიდებზე ნიუჯერსის ტიპის ბეტონის ბარიერების სამონტაჟო სამუშაოები და გზის საფუძვლის (მიწის ვაკისის) მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე (30-33 კმ-ებზე) არსებული ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გაგანიერება, სადაც მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2013 წლის აგვისტოში.

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player