Search

15 თებერვალი, 2013


ქუთაისის შემოვლითი გზა (სიგრძე 17.3 კმ)

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე (კმ13.1-კმ17.3) ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება. A

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მდ. რიონსა და მდ. ჭიშურაზე ხიდების მშენებლობის სამუშაოები. ამდროისათვის, მდ. რიონზე დასრულებულია რკ/ბეტონის 160 ხიმინჯის, ხოლო მდ. ჭიშურაზე 16 ხიმინჯის ბურღვისა და მოწყობის სამუშაოები.

ასევე, პარალელურად, დაიწყო ქუთაისი-გეგუთის გზაგამტარის მშენებლობა, სადაც მიმდინარეობს ბურღვისა და რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player