Search

14 თებერვალი, 2013


გორის გვირაბების პორტალებზე ფერდობების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი-სენაკი-ლესელიძე /გზის კმ88-ზე გორის საუღელტეხილო გვირაბების აღმოსავლეთ და დასავლეთ პორტალებზე ფერდობების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები ფერდობების მდგრად მდგომარეობაში შენარჩუნებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

ფერდობების გამაგრების ღონისძიებები: გრუნტის უკუჩაყრა და დატკეპნა 30-35სმ-იან ფენებად; გეოსინთეტიკური ბადეების - პარაგრიდების მოწყობა ყოველ ერთ მეტრ სიმაღლეზე გრუნტის მდგრადობის გასაძლიერებლად; ფერდობების წინა ფასადის გამაგრება გეოსინთეტიკური ბადეებისა და  ჰიდროთესვით მიღებული გამწვანების გზით - ,,მწვანე ტერამიშისტექნოლოგიით.

აღნიშნული სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და 2013 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player