Search

25 აგვისტო, 2012


ჭიათურისა და საჩხერის მოსახლეობა დედაქალაქს რეაბილიტირებული გზით დაუკავშრდება. დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  რამაზ ნიკოლაიშვილმა გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.  გომი-საჩხერე-ჭიათურის   საავტომობილო გზის მეშვეობით, ჭიათურისა და საჩხერის მოსახლეობა დედაქალაქს  და დანარჩენ აღმოსავლეთ საქართველოს უკავშირდება. აღნიშნული გზა, რიკოთის საუღელტეხილო გზის გადაკეტვის შემთხვევაში   აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ალტერნატიული მაგისტრალის ფუნქციასაც ასრულებს.  გზის აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში  მწყობრიდან იყო გამოსული და გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა, როგორც მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, ასევე სატრანზიტო ტვირთებს. გარდა ამისა, რეაბილიტირებული გზა მოემსახურება 10-ზე მეტი სოფლის 15 000-ზე მეტ მაცხოვრებელს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, პირდაპირ და ირიბად, დასაქმებულია 100 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივია.

გომი-საჩხერე-ჭიათურის   საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო გზის საფუძველი, გაკეთდა სანიაღვრე არხები, აშენდა ხელოვნური ნაგებობები და ამჟამად ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player