Search

6 ივნისი, 2012


დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად, ოზურგეთი-ლიხაურის საავტომობილო გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრმა და რწმუნებულმა ასევე, ოზურგეთის ცენტრალური მოედნისა და რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულეს. ისტორიული სოფელი, ლიხაური ტურისტული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ობიექტია. აღნიშნულ სოფელს მთელი წლის განმავლობაში უამრავი ტურისტი სტუმრობს უნიკალური აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიისა და მე-17 საუკუნის თამარის ციხის მოსანახულებლად. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩატარდა მიწის სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე არხები და ხელოვნური ნაგებობები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული გზით 3000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი და რეგიონის სტუმრები ისარგებლებენ, რაც ტურიზმის განვითარებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციას შეუწყობს ხელს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player