Search

1 ივნისი, 2012


დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიასთან ერთად, ქუთაისის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით ხორციელდება.

ქუთაისის 17.3 კმ-იანი ახალი შემოვლითი გზა E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის - იმერეთის 59 კმ-იანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზესტაფონიდან დაიწყება, შემოუვლის ქალაქ ქუთაისს, სამტრედიას და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე დასრულდება.
აღნიშნული გზა იმერეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისი, ზესტაფონი და სამტრედია სატრანზიტო მოძრაობისაგან განიტვირთება. ახალი გზის გასწვრივ განვითარდება ინფრასტრუქტურაც. ისევე, როგორც E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე, ქუთაისის შემვლითი გზის გასწვრივ აშენდება დასვენებისა და მომსახურების მულტიფუნქციური ცენტრები და დასქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. გზის მშენებლობის სამუშაოებზე პირდაპირ და ირიბად 1500-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player