Search

3 იანვარი, 2012


რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე რთული კლიმატური პირობების, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ხილვადობის არარსებობის გამო მოძრაობა შეიზღუდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თოვლმწმენდი მექანიზმები მობილიზებულია და ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში. რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რათა მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player