Search

17 იანვარი, 2012


საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ამავე გზის მლეთა–გუდაურის(ფოსტა) და კობი-სტეფანწმინდას მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა., ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, ფასანაური-მლეთას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა., ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player