Search

10 დეკემბერი, 2011


სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა, რის შემდეგაც მეგზევეებს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მიესალმა და მათ პროფესიული დღესასწაული მიულოცა.
 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2011 წლის საგზაო-სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია. აღნიშნული პრეზენტაციის მიზანი საზოგადოებისათვის საგზაო ინფრასტრუქტურაში წელს შესრულებული სამუშაოების და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცის მიწოდება გახლდათ.
 
ამავე დღეს, გაიმართა მეგზევეთა დაჯილდოვების ცერემონიალიც. 2011 წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა წარმატებით, მათ შორის: რიკოთის გვირაბის სრული რეაბილიტაცია, ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე ორი 800 მეტრიანი გვირაბისა და 30 კმ საავტომობილო გზის მშენებლობა, ზუგდიდი-მესტიის 136 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ა.შ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ლეჟავამ საგზაო კომპანიებისა და დეპარტამენტის წარმატებული თანამშრომლები მიმდინარე წელს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის, მათ შორის, ივნისში, რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი სტიქიის შედეგების უმოკლეს დროში აღმოფხვრისათვის დააჯილდოვეს. წლის დამსახურებული მეგზევის, საუკეთესო მეგზევის, საუკეთესო საგზაო პროექტის ავტორის და საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომანიების ნომინაციებში გამარჯვებულებს სიგელები და ბრინჯაოსგან დამზადებული მეგზევის ქანდაკებები გადაეცათ.

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player