Search

30 ოქტომბერი, 2011


შიდა ქართლის 40 სოფლის მოსახლეობა გადაადგილებას რეაბილიტირებული გზით შეძლებს. დღეს, ქარელი-სამწვერისი-ოსიაურის რაიონული მნიშვნელობის საავტომობილო გზის 23 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა,  პრეზიდენტის რწმუნებულთან შიდა ქართლის რეგიონში გიორგი ტატიშვილთან ერთად მოინახულა.

ქარელი-სამწვერისი-ოსიაურის ამორტიზებული საავტომობილო გზა, გადაადგილების პრობლემებს ირგვლივ მდებარე 40  სოფლის მოსახლეობას უქმნიდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო სანიაღვრე არხები, ხელოვნური ნაგებობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სახიდე გადასასვლელს. ამჟამად მიმდინარეობს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. პროექტს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.  სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player